1. პირველ კლასში ინგლისური ენა ისწავლება I და  II სემესტრებში, კვირაში 2 საათის ოდენობით.
  2. დაწყებით კლასებში  შემოღებულია გახანგრძლივებული  სწავლების წრე, სადაც მოსწავლეებს ეწევათ დამატებითი კონსულტაციები სასწავლო საგნებში, მათ შორის ინგლისურ ენაში. 
  3. დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის ფუნქციონირებს რუსულის ენის  წრე, სადაც ბავშვები რუსულად საუბრის გარდა ეუფლებიან ეტიკეტის საკითხებს. 
  4. გარდა სასკოლო გეგმით გათვალისწინებული შემაჯამებელი დავალებებისა, VII – XII კლასებში გამოყენებულია ტესტირება easyQuizzy პროგრამის მეშვეობით სემესტრში მინიმუმ ორჯერ. ამ პროგრამით მოწმდება საკითხების ცოდნის გამოყენების უნარი დროის ფაქტორის გათვალისწინებით. პროგრამა  მოსწავლეს ეხმარება ფსიქოლოგიური ბარიერის დაძლევაში გამოცდაზე კომპიუტერთან მუშაობის დროს. გარდა ამისა, პროგრამა იძლევა სწრაფ შეფასებას ტესტირებისთანავე და სწორი და არასწორი პასუხების ანალიზს. ეს გვეხმარება თითოეული მოსწავლისთვის საგნის შესწავლის ინდივიდუალური გეგმის შედგენაში, ცოდნის ხარვეზების დროულ აღმოფხვრაში.