მწვანე გაკვეთილი

მესამეკლასელებმა, ნატო მასწავლებელთან ერთად, საინტერესო „მწვანე გაკვეთილი“ გვისაჩუქრეს. ბავშვებმა ნახეს, რომ ოთახის მცენარეები გვაახლოებენ ბუნებასთან, გვიუმჯობესებენ განწყობას, ასუფთავებენ ჰაერს. ამიტომ მათ სიხარულით გადარგეს ოთახის მცენარეები, რითაც სიმყუდროვე შეჰმატეს საკლასო ოთახს.