გილოცავთ დედის დღეს!

საქართველოში გაზაფხულის პირველი დღესასწაული დედებს ეძღვნება! ეს დღე, ცირა მასწავლებლის დახმარებით,  ჩვენმა პატარებმა თავიანთ დედებს ინგლისურად მიულოცეს. კენდეისმა ისაუბრა დედის დღის პირველად დაწესების შესახებ. ანასტასიამ  და ანდრიამ  აღნიშნეს, რომ დედა ზრუნავს მათზე, ბევრს შრომობს და მოკლე ვიდეოთი გვიჩვენეს, თუ როგორ ეხმარებიან დედას საშინაო საქმეებში, ანასტასიამ დედიკოს სერტიფიკატიც კი აჩუქა მეოთხეკლასელებმა დათუჩამ, რეზიმ და გიომ მშვენიერი ლეგენდა გაგვაცნეს, სადაც დედა მფარველ-ანგელოზადაა წარმოდგენილი. ნიკუშამ, ალექსიმ, დათომ და ნინიმ დედებს ლექსებითა და ჩანახატებით მოულოცეს დედის დღე. ჩვენც ვუერთებით მათ მილოცვებს, მადლობა დედებს ასეთი ფაქიზი, მოსიყვარულე შვილების აღზრდისთვის!

ზეიმი ერთობლივი სიმღერით დასრულდა, რომელიც ბავშვებმა ინგლისურის მასწავლებელთან, ცირა ნიქაბაძესთან ერთად შეასრულეს. რეგულაციებიდან გამომდინარე, ეს ღონისძიებაც ონლაინ ჩატარდა. დამსწრეებმა სასიამოვნო წუთები გაატარეს ბავშვებთან ერთად!