პროექტი „თვალები ჩემი სიმდიდრეა“

მესამეკლასელებმა წარმოგვიდგინეს პროექტი „თვალები ჩემი სიმდიდრეა“. პატარებმა დაამუშავეს თემა თვალების მნიშვნელობის შესახებ, დიდი ყურადღება დაუთმეს მხედველობის გასაფრთხილებლად საჭირო ღონისძიებებს. ნატო მასწავლებელმა შეახსენა ბავშვებს, რომ 9 წლის ბავშვი კომპიუტერთან შეიძლება იჯდეს მხოლოდ 45 წუთი დღის განმავლობაში, ისიც შესვენებებით.