პირველკლასელების ბოლო ზარი

დღეს პირველკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკება. 27 მაისს მათთვის პირველი სასწავლო წელი დასრულდება. მრავალ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა ჩვენმა ცქრიალა გოგონებმა. არც ონლაინ რეჟიმმა შეაშინა ჩვენი პატარები. თვალს და გულს ახარებდა მათ მიერ წარმოდგენილი საშინაო დავალებები. განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა მათ მიერ გადაღებული სიუჟეტები მცენარეების, თუ თოჯინების მოვლის შესახებ.
დედაენის ზეიმის აღნიშვნაც ონლაინ-რეჟიმში მოგვიწია - სასიამოვნო მოსასმენი იყო მათ მიერ კარაოკეთი შესრულებული ანბანის სიმღერა. ქართულის გარდა ინგლისურის და რუსულის საფუძვლებსაც დაეუფლნენ. მათემატიკაც ძალიან შეაყვარათ ნანა მასწავლებელმა. რომელი საგანი დავასახელოთ - მათთვის ერთნაირად საყვარელია ბუნება, ხელოვნება, თუ ჭადრაკი.
ძვირფასო ბავშვებო! გვჯერა, რომ მყარი საფუძველი ჩავუყარეთ თქვენს მომავალ განათლებას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მშობლების ჩართულობა დისტანციურ სწავლებაში. დიდი მადლობა თქვენი ოჯახის წევრებს ამისთვის.
მომავალ წარმატებებს გისურვებთ ჩვენო პატარებო!