დისტანციური სწავლება

ძვირფასო ბავშვებო და მშობლებო!
უკვე ორ თვეზე მეტია, კორონა ვირუსით გამოწვეული მდგომარეობის გამო, ჩვენ ონლაინ სწავლებაზე გადავედით! რა თქმა უნდა,  დისტანციური სწავლება ვერ შეცვლის ბავშვის და მასწავლებლის პირდაპირი კონტაქტით გამოწვეულ სითბოს, სიმყუდროვეს და აქედან გამომდინარე, მოსწავლის მიერ მასალის გაგების და ათვისების შესაძლებლობებს. მაგრამ, ამ უჩვეულო პირობებში, ბევრმა ჩვენმა პედაგოგმა შეძლო საუკეთესო ონლაინ-გაკვეთილების წარმართვა, რამაც გამოიწვია ბავშვების დაინტერესება და შედეგიც სახეზეა: ჩვენ დიდი სიხარულით და სიამაყით ვადევნებთ თვალს ჩვენი პატარების წარმატებებს წერითი, თუ ზეპირი დავალებების შესრულებაში, მათ მსჯელობაში აქტიურ ჩართვას, რაც ხელს უწყობს ინტერაქტიური გაკვეთილების ჩატარებას.
აქ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ მშობლების ჩართულობა სასწავლო პროცესში. ძვირფასო მშობლებო უმეტესობა თქვენგანმა კარგად გაიაზრა მდგომარეობის სიმძაფრე და გვერდში ამოუდგა თავის შვილებს ცოდნის მიღებაში. დიდი მადლობა თქვენ!!! იმედია, მომავალშიც ჩვენს გვერდით იქნებით! ერთად დავამარცხოთ ეს დიდი გამოწვევა!