მოგზაურობა დედამიწის წარსულში

მეექვსეკლასელებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე (პედაგოგი ანა ცხვედიანი) წარმოადგინეს პროექტი „მოგზაურობა დედამიწის წარსულში“, რომელშიც განიხილეს ნამარხი ნაშთების გამოთავისუფლება-რეკონსტრუქციის საკითხი. განსაკუთრებით დაინტერესდნენ ცხოველთა უკვე გადაშენებული სახეობების აღდგენით.
მოსწავლეებმა ლუკა ლეშკაშელმა და ათუკა მარგველაშვილმა ლოგიკურად ააგეს განსახილველი საკითხები, ორიგინალურად წარმოადგინეს დასკვნები, დაამყარეს კონტაქტი აუდიტორიასთან, გამოავლინეს კარგი კომუნიკაციის უნარი. წარმოადგინეს ინტერნეტიდან მოკვლეული მასალა დნმ-ის საშუალებით უკვე გადაშენებული ცხოველების აღდგენის შესახებ.