ტრენინგი სახანძრო უსაფრთხოებაში

ტრენერებმა სოფიო ნიშნიანიძემ და ირმა ბაჭვაძემ სკოლის თანამშრომლებს გააცნეს ინსტრუქცია სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ. პედაგოგებმა შეისწავლეს ცეცხლმაქრის აგებულება და გამოყენების წესი, სკოლაში ხანძრის პრევენციის მეთოდები. მათ გადაწყვიტეს მოსწავლეებს ჩაუტარონ მეცადინეობები სახანძრო უსაფრთხოების წესების შესასწავლად.