პირველი ქართული ლიტერატურული ძეგლი და ხელნაწერები

მეათეკლასელებმა წარმოადგინეს პროექტი „პირველი ქართული ლიტერატურული ძეგლი და ხელნაწერები“ (პედაგოგი  ნუცა ცერცვაძე). პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა დიდი ინტერესით და პასუხისმგებლობით შეასრულეს დავალებები. გაეცნენ პირველ ქართულ ხელნაწერებს, სიღრმისეულად გაანალიზეს პირველი ქართული ლიტერატურული ნაწარმოები ‘შუშანიკის წამება.“ მოიძიეს ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა ისტორიული ძეგლების შესახებ, სადაც შემორჩენილია უძველესი ქართული წარწერები.