Items filtered by date: Tuesday, 03 April 2018

პროექტი ისტორიაში - "რელიგიათა კლასიფიკაცია"

 

ახალგაზრდებს გეპატიჟებით ჩემთან სახლში და ლიტერატურაზე ვისაუბროთო, - არაერთხელ უთქვამს ბატონ ოტიას. დღეს ვესტუმრეთ, თუმცა 6 წლით დავიგვიანეთ ( ოტია იოსელიანი გარდაიცვალა 2011 წელს). ვესტუმრეთ თქვენს უკვე სახლმუზეუმს. ვესაუბრეთ თქვენს ნაშიერს, თქვენს შთამომავლობას თქვენს ნაწარმოებებზე. დღეს წიგნის ფესტივალი იყო. დავდიოდი თქვენს ეზოში და ჩამესმოდა თქვენი ხმა: "მწერლებს შორის ყველაზე კარგი გლეხი ვარ და გლეხებს შორის ყველაზე კარგი მწერალი". არადა, თქვენ მწერლებს შორისაც გამორჩეული მწერალი ხართ. თქვენც ერთ - ერთ ქართველ კლასიკოს მწერლად იქეცით. თქვენი ცნობისთვის არ სჭირდება ქართველს თქვენი გვარის ცოდნა. საკმარისია "ოტია " და ამით ყველაფერი ნათელია. თქვენც ერთი ხართ ქართულ ლიტერატურაში...
რა ბედნიერებაა, როცა შეგიძლია შეეხო ოტიას სავარძელს, ოტიას კიბის სახელურს, ოტიას სკამსა თუ მაგიდას. ყველაფერს აქ ჯერ კიდევ მისი სუნი აქვს. ამ სახლში ლიტერატურის სუნი მეფობს !!!
თითოეულმა ჩვენგანმა წამოვიღეთ " წერილები დაჩის ", ამ დღის სახსოვრად.
ვნახეთ და ვესაუბრეთ ყველა ბავშვის საოცნებო, მარად პატარა, ზღაპრულ პერსონაჟს, ბატონ დაჩის! მართალია, ოტია იოსელიანის წიგნებს ჰქვია : "დაჩის ზღაპრები ", "წერილები დაჩის ", მაგრამ დაჩი სიმბოლოა ქართველი ახალგაზრდობისა. ბატონი ოტიას ადრესატი ყველა ქართველი ახალგაზრდაა და არა მხოლოდ საკუთარი შვილი.
შემოვუსხედით ოტიას მაგიდას. იმ მაგიდას, რომელთანაც ალბათ ერთ დროს მსხდარან : რეზო ჭეიშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, მურმან ლებანიძე და კიდევ არაერთი კორიფე ქართული მწერლობისა თუ ხელოვნების სხვადასხვა დარგისა. არ შეიძლება ამ მაგიდასთან უემოციოდ მოისმინო : " შენს მოდგმას ჭჯუა არ უსწავლია, ადამ... ", " ღმერთო, სადა ხარ?!- ქვეყანა მიდის და მიდის.... "
წამოსვლისას ვნახეთ დათო, ბატონი ოტიას შთამომავალი , რომელიც ადრე ჩვენი სკოლის (" ინტელექტის") მოსწავლე იყო. შენში ბაბუას სისხლი თუ ყივის - მეთქი? ჩემგან მწერალი არ გამოვა და ვცდილობ, კარგი მკითხველი დავდგე და თუ ეს ყივილად შეიძლება ჩაითვალოს , მაშინ ყივისო. მთავარია, მახსოვს, " ვისი გორის ვარო ". გამორჩეული ბიჭია თავისი გარეგნობით, სითბოთი და დაუდგრომელი ხასიათით.
გადავყურებდი ბატონი ოტიას აივნიდან და ვფიქრობდი - ნუთუ, აქ გადაბრუნდა ურემი ?! ან იქნებ აქ გამოვიდა ქალი საღალატოდ , რომელიც თავისთვის შექმნილ ნახევარს დაეძებდა ?! ან აქ ტრიალებდა ექვსი შინაბერა ერთ მამაკაცთან ერთად?! ან კიდევ ბევრი " იქნებ "....
მთავარია, რომ დღეს ჩვენ ვესტუმრეთ თქვენს ეზო - კარმიდამოს და ვისაუბრეთ ლიტერატურაზე, თუმცა, სამწუხაროდ, უთქვენოდ. მაგრამ, საბედნიეროდ, იმ სახლსა და ეზოში არასდროს გაქრება ლიტერატურისა და თქვენი ჩიბუხის სუნი!!!
მეგი კუხალაშვილი

იტალიელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა სამხატვრო გალერეაში (თბილისი)

ლაშქრობა მოწამეთაში და შთამბეჭდავი ისტორიის გაკვეთილი...

 

  • ტელ: (0431) 232132  mail  intelekti55@gmail.com map  ქ. ქუთაისი, ლადო ასათიანის 98