უფროსკლასელების თანამედროვე ფიზიკის მიღწევებით დაინტერსებისა და უმცროსკლასელებისთვის ფიზიკის განვითარების ისტორიული ფაქტების გაცნობის მიზნით სკოლაში 5.12.2018–ს ჩატარდა ფიზიკის საღამო.

უფროსკლასელებმა წარმოადგინეს თემები თანამედროვე ფიზიკის მნიშვნელოვანი საკითხების ირვლივ

თემები:1.ადრონული კოლაიდერი -მიხეილ ლაღაძე, ირმა ზაქარეიშვილი.

            2.კვანტური თეორიის საფუძვლები -თეკლა პატარიძე.

            3.ფარდობითობის თეორია- ანა ზაქარეიშვილი.

  ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე ბავშვები გაეცნენ სხეულის სიმკვრივის ცნებას, ამიტომ მათთვის გასაგები და საინტერესო იყო არქიმედეს კანონის აღმოჩენის ისტორია, რაც მათ შესანიშნავად წარმოადგინეს მინი–სპექტაკლის სახით.

 ფიზიკის ისტორიული განვითარების ეტაპების საჩვენებლად ერთ–ერთ თემად შეირჩა ნიუტონის მიერ სინათლის დისპერსიის აღმოჩენა,რომელიც წარმოადგინა ანი ცქიფირუშვილმა და აუდიტორიის ინტერესი გამოიწვია.

და ბოლოს ემმა ახალაძემ თავის პრეზენტაციაში აღწერა ფიზიკის თანამედროვე მიღწევების გამოყენება მედიცინაში.

ყველა თემა წარმოდგენილი იყო თვალსაჩინოდ, პრეზენტაციისთვის ბავშვებმა დამოუკიდებლად მოიპოვეს ინფორმაცია, როგორც ქართულენოვანი, აგრეთვე უცხოურენოვანი წყაროებიდან.

  • ტელ: (0431) 232132  mail  intelekti55@gmail.com map  ქ. ქუთაისი, ლადო ასათიანის 98