სკოლის მისია

მესამეკლასელებმა პედაგოგ ნატო ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობით მოამზადეს პროექტი „გადავწყვიტე ვიზრუნო სასკოლო გარემოზე“.
საგანი „მე და საზოგადოება“ ბავშვებს აზიარებს ისეთ ცნებებს, როგორიცაა ოჯახი, მემკვიდრეობა, პასუხისმგებლობა, ზრუნვა, მონაწილეობა, გარემოს დაცვა.
სწორედ ამ თემებს მიეძღვნა ეს სასარგებლო აქტივობა. ბავშვები განსაკუთრებით აღაფრთოვანა პრაქტიკულმა სამუშაომ: ოთახის ყვავილების დარგვამ.
ბავშვებმა საკლასო ოთახი ლამაზი ქოთნის ყვავილებით მორთეს, ბოლოს მერხები და საკლასო ოთახიც მოაწესრიგეს.
პატარები მომავალშიც სიხარულით მოუვლიან მათ მიერ დარგულ მცენარეებს.

  • ტელ: (0431) 232132  mail  intelekti55@gmail.com map  ქ. ქუთაისი, ლადო ასათიანის 98