დანართი № 1

()იპ საერთაშორისო ასოციაცია ინტელექტთანარსებული II-III საფეხურის

კერძო სკოლა ინტელექტი

დამტკიცებულია

სკოლის დირექტორის

2016 წლის 12 სექტემბრის № ბრძანებით

განხილულია

პედაგოგიური საბჭოს

2016 წლის 12 სექტემბრის № 1 სხდომაზე

 

შინაგანაწესი

 2016 -2017 სასწავლო წელი

  1. ზოგადი დებულებანი
  2. ა(ა) საერთაშორისო ასოციაცია „ინტელექტთან“ არსებული II-III საფეხურის კერძო სკოლა „ინტელექტი“ (შემდგომში სკოლა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს განათლების მიღებას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად;
  3. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს დებულებისა და წინამდებარე შინაგანაწესის შესაბამისად, რომელიც ემყარება ეროვნულ ტრადიციებს, საზღვარგარეთის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებებს, საქართველოს კონსტიტუციას, “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონს და სხვა ნორმატიულ აქტებს;
  4. სკოლის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდების ინტელექტუალური, სულიერი და ფიზიკური განვითარება, მათი პიროვნებებად ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, ქვეყნისათვის, საზოგადოებისათვის გამოსადეგ ადამიანებად აღზრდა;
  5. სკოლის შინაგანაწესი (შემდგომში – შინაგანაწესი) შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. სკოლის მასწავლებელი, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი, მოსწავლე და მშობელი ვალდებულია დაიცვას სკოლის შინაგანაწესი;
  6. შინაგანაწესის მიზანია სკოლაში ისეთი ქცევის ნორმების დამკვიდრება, რომლებიც ხელს შეუწყობს:

ა) სკოლის მისიის, მიზნების, ფუნქციების განხორციელებას;

ბ) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფას და სკოლის პერსონალის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა პროფესიონალურ შესრულებას;

გ) სკოლაში სამართლიანი, ეფექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური საქმიანობის განხორციელებას;

ე) მასწავლებლის კვალიფიკაციისა და პროფესიული ჩვევების განვითარების ხელშეწყობას;

დ) სკოლის მიმართ საზოგადოებაში ავტორიტეტის განმტკიცებას.

მუხლი 2. მასწავლებლის, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის უფლებებები და ვალდებულებები

  1. სკოლის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი, მასწავლებელი, რომელიც ემსახურება სკოლის მისიის განხორციელებას, თავის საქმიანობას უნდა წარმართავდეს კეთილსინდისიერების, პატიოსნებისა და პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტებით. იგი თავის საქმიანობაში უნდა ხელმძღვანელობდეს კულტურის, თავაზიანობის, ღირსების, ურთიერთპატივისცემის, ნდობის, მიუკერძოებლობის, სამართლიანობისა და ობიექტურობის პრინციპებით, საყოველთაოდ აღიარებული ეთიკის ნორმების დაცვით. მასწავლებელი, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი:

ა) ხელს უნდა უწყობდეს საზოგადოებაში სკოლის სახელისა და ავტორიტეტის განმტკიცებას;

ბ) პატივს უნდა სცემდეს სკოლის ტრადიციებს, თანამშრომლებს და მოსწავლეებს მოეპყროს სამართლიანად და პატივისცემით;

გ) იცავდეს სკოლის შინაგანაწესით დადგენილ წესებს; 2

 

დ) არ უნდა იღებდეს საჩუქარს, ან ფულად თანხას დაწესებულების თანამშრომლებისაგან, მოსწავლისაგან ან სხვა დაინტერესებული პირისაგან სარგებლისა თუ გამორჩენის მიზნით;

ე) უნდა აცნობიერებდეს, პატივს სცემდეს და იცავდეს საქართველოს კონსტიტუტუცით, კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს;

ვ) ხელს უნდა უწყობდეს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრას, მათ შორის: რასობრივი, პოლიტიკური, რელიგიური, თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესის, ასაკის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით;

ზ) პატივისცემით უნდა მოეპყროს თანამოსაუბრეებს, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისას ტაქტიანად უნდა გამოხატავდეს დასაბუთებულ კრიტიკას;

თ) ვალდებულია, პატივი სცეს სხვა პირისი სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, თუ ამით არ ილახება მესამე პირთა უფლებები დათავისუფლებები;

ი) ხელს უნდა უწყობდეს კოლეგებს შორის ურთიერთნდობის დამკვიდრებას და თავს უნდა არიდებდეს პირადი კონფლიქტების წარმოშობას ან გაღვივებას;

კ) წინასწარ განზრახულად არ უნდა შეიყვანოს თანამშრომელი შეცდომაში;

ლ) დაუშვებელია ანონიმური წერილები, დაუსაბუთებელი ან დასაბუთებული განცხადებები და კომენტარები კოლეგის პროფესიული საქმიანობისა და პირადი ცხოვრების შესახებ;

მ) არ დაუშვან თანამშრომლისა და მოსწავლის პიროვნული კრიტიკა, შეურაცხყოფა, დამცირება და ცილისწამება;

ნ) პერსონალი ვალდებულია გაუფრთხილდეს დაწესებულების ქონებას, იყენებდეს მას მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის. თუ გამოვლინდება პერსონალის პასუხისმგებლობის საფუძველი, ამ უკანასკნელმა უნდა აანაზღაუროს დაწესებულებისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ო) პერსონალი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, არ უნდა იმყოფებოდეს ალკოჰოლური თუ სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ან სხვა მდგომარეობაში, რომელიც შეუფერებელია სკოლის ღირსებისათვის;

  1. სკოლის მასწავლებელი ვალდებულია, დაიცვას, როგორც ზემოაღნიშული პუნქტებით გათვალისწინებული ეთიკის ნორმები და პრინციპები, ასევე, შემდეგი წესები:

ა) სასწავლო პროცესი წარმართონ სკოლის მიერ დამტკიცებული სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად;

ბ) გაკვეთილზე გამოცხადდნენ დროულად, კარგად მომზადებული ორგანიზებული. არ დაუშვან გაკვეთილის დროზე ადრე დამთავრება ან გაცდენა არასაპატიო მიზეზით;

გ) ობიეტურად და სამართლიანად შეაფასონ ყველა მოსწავლე;

დ) ხელი შეუწყონ გამჭვირვალე სასწავლო გარემოს ფორმირებას; შეიმუშაონ დადანერგონ სწავლებისა და შეფასების ისეთი მეთოდები, რაც განაპირობებს მოსწავლეების აკადემიურ პატიოსნებას და გამორიცხავს პლაგიატს;

ე) არ დაუშვან მოსწავლეების ან მათი ახლობლების გამოყენება პირადი სარგებლისა და გამორჩენის მიზნით;

  1. მასწავლებელს უფლება აქვს: 3

 

ა) მოსთხოვოს სკოლას მუშაობისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;

ბ) აიმაღლოს კვალიფიკაცია, რისთვისაც 6 წელიწადში ერთხელ უფლებამოსილია მოითხოვოს ანაზღაურების გარეშე შვებულება 1 წლამდე ვადით, სამუშაო ადგილის შენარჩუნებით;

გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

მუხლი 3. მასწავლებლის სამსახურიში მიღების წესი

  1. ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში მასწავლებელი სკოლაში მიიღება პირადი განცხადების საფუძველზე;
  2. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტის ასლები:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

ბ) განათლებისა და პროფესიული მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ) შრომის წიგნაკი ან შრომითი საქმიანობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.

  1. მასწავლებლის შერჩევას ახორციელებს დირექტორი, ან დირექტორის მოადგილე სასწავლო აღმზრდელობით დარგში. საბუთების გადარჩევისა და გასაუბრების საფუძვლეზე დირექტორი იღებს მასწავლებელს სამსახურში მიღების ან არმიღების გადაწყვეტილებას;
  2. სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით მასწავლებელთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება;
  3. მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით, გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ.

მუხლი 4. ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი

  1. ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი სკოლაში მიიღება პირადი განცხადების საფუძველზე, სადაც მიეთითება საკონტაქტო რეკვიზიტები და ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი.
  2. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტის ასლები:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები (საჭიროების შემთხვევაში);

გ) შრომის წიგნაკი ან შრომითი საქმიანობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში).

  1. ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის შერჩევას ახორციელებს დირექტორი გასაუბრების საფუძველზე;
  2. სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება;
  3. ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალთან ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთ-შეთანხმებით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ.

მუხლი 5. სამუშაო და შესვენების დრო. შვებულება 4

 

  1. სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც მასწავლებელი, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობანი;
  2. სკოლაში დაწესებულია ხუთდღიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 900 სთ-დან 1600 სთ-მდე, გარდა მასწავლებლისა. მათი სამუშაო დრო გამომდინარეობს სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საათობრივი დატვირთვიდან;
  3. შესვენება არ შედის სამუშაო დროში და პერსონალი მას იყენებს თავისი შეხედულების შესაბამისად;
  4. ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 საათისა. ბავშვის კვებისათვის შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება;
  5. დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც;
  6. მუშაობის მეორე წლიდან დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის ნებისმიერ დროს;
  7. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება;
  8. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო;
  9. თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამსაქმებელი უფლებამოსილია დაადგინოს დასაქმებულთათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა მიცემის რიგითობა.

მუხლი 6. ზეგანაკვეთური სამუშაო

  1. დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო:

ა) სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის – ანაზღაურების გარეშე;

ბ) საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის – სათანადო ანაზღაურებით;

  1. აკრძალულია ორსული ან ახალნამშობიარები ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე;
  2. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 40 საათს;
  3. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით;
  4. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებით დასვენების დროის მიცემაზე. 5

 

მუხლი 7. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო

  1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 477 კალენდარული დღის ოდენობით;

მუხლი 8.სკოლაში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი

  1. მასწავლებლის, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის დაგვიანებით გამოცხადების ან/და დღის განმავლობაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლიდანგასვლის შესახებ, ასევე წინასწარ ცნობილი მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ვალდებულია აცნობოს სკოლის დირექტორს.
  2. საპატიო მიზეზით დაწესებულებაში დაგვიანების შემთხვევაში თანამშრომელი ვალდებულია განცხადებით მიმართოს დირექტორს გათავისუფლების შესახებ.

მუხლი 9. მასწავლებლის, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მატერიალურ რესურსზე პასუხისმგებლობა

  1. დაწესებულების ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებაზე ზედამხედველობას ახორციელებს დირექტორის მიერ დანიშნული პირი, რომელიც ვალდებულია:

ა) სკოლის ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე;

ბ) ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანებისა თუ დაკარგვის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს დირექტორს;

გ) ქონების დაზიანების შემთხვევაში, დირექტორს წარუდგინოს ახსნა-განმარტებითი ბარათი;

დ) ქონება გამოიყენოს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის.

მუხლი 10. მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები

  1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს, აგრეთვე მათ გაერთიანებებს უფლება აქვთ, თანაბარ პირობებში, დისკრიმინაციის გარეშე, დადგენილი წესით, სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე ისარგებლონ სკოლის მიერ აღიარებული ყველა უფლებითა და თავისუფლებით, აგრეთვე სკოლის ყველა რესურსით;
  2. სკოლას უფლება აქვს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე არადისკრიმინაციულ საფუძველზე შეზღუდოს გარეშე პირთა უფლებები და თავისუფლებები;
  3. სკოლამ შეიძლება დაადგინოს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების უფლებებისა და თავისუფლებების არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვის წესები თუ არსებობს საფუძვლიანი და გარდაუვალი საფრთხე:

ა) ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრების უსაფრთხოებისა;

ბ) ნარკოტიკების, ალკოჰოლის ან თამბაქოს მოხმარების ან უკანონო ქმედების წახალისებისა;

გ) უხამსობის ან ცილისწამების გავრცელების, ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივების, დანაშაულისაკენ ან ძალადობისაკენ წაქეზებისა; 6

 

დ) სასწავლო პროცესის მსვლელობის, სკოლის საქმიანობის ან სკოლის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებისათვის ხელის შეშლისა.

  1. მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გონივრული, პროპორციული, მინიმალური და უნდა განხორციელდეს მხოლოდ დადგენილი წესის საფუძველზე, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის სრული დაცვით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით;
  2. დაუშვებელია მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების იმგვარი შეზღუდვა, რომელიც არსებითად მათი გაუქმების ტოლფასია. ნებისმიერი შეზღუდვა ან რეგულირება შეიძლება ითვალისწინებდეს მათი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების ადგილის, დროის და ფორმის ისეთ ნეიტრალურ შეზღუდვებს, რომლებიც გავლენას არ ახდენს ინფორმაციის ან იდეების შინაარსზე ან გამომხატველობით ეფექტზე და ტოვებს ალტერნატიული გზებით მათი განხორციელების ეფექტიან შესაძლებლობას;
  3. მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობისას მათი კანონიერება ივარაუდება. მათ შესახებ წარმოშობილი დავისას ამ უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის უკანონობის მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს.

მუხლი 11. მასწავლებლის, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წახალისების სახეები

  1. მასწავლებლის, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მიერ პროფესიულ მოვალეობათა შესრულებისათვის, წარმატებული და კვალიფიციური პედაგოგიური საქმიანობისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, დირექტორმა შეიძლება გამოიყენოს წახალისების ღონისძიებები:

ა) მადლობა

ბ) საპატიო სიგელი

გ) ფულადი პრემია

დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომაზე ადრე მოხსნა

მუხლი 12. მასწავლებლის, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და სახდელები

  1. მასწავლებლის, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებია:

ა) მასწავლებლის მიერ გაკვეთილის უმიზეზოდ გაცდენა;

ბ) მასწავლებლის მიერ გაკვეთილზე დაგვიანება;

გ) მოსწავლის სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფა;

დ) მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა;

ე) მასწავლებლის მიერ ჟურნალის და სხვა დოკუმენტაციის არასწორი ან საერთოდ არ წარმოება; 7

 

ვ) ჟურნალის ან სხვა დაწესებულებისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის განზრახ დაზიანება;

ზ) ეთიკური ნორმების დარღვევა;

თ) მასწავლებლის მიერ საკუთარი მოსწავლის კერძოდ მომზადება;

ი) მოსწავლეებთან, მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან გარიგება სარგებლის მოტანის მიზნით;

კ) სკოლის ტერიტორიაზე ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება;

ლ) მოსწავლის არაეთიკური ქცევისკენ ბიძგება;

მ) მოსწავლისაგან ან მშობლებისაგან ფასიანი საჩუქრების ან ფულადი თანხის აღება;

ნ) სკოლის შინაგანაწესით და შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობა;

  1. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში გამოიყენება შემდეგი სახის სახდელები:

ა) გაფრთხილება

ბ) შენიშვნა;

გ) საყვედური;

დ) სასტიკი საყვედური;

ე) შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.

მუხლი 13. მოსწავლის ქცევის წესი

  1. მოსწავლის მოვალეობაა დაიცვას მოსწავლის ქცევის კოდექსი და სკოლაში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნები, ხელი შეუწყოს სკოლის ავტორიტეტის ამაღლებას. მოსწავლე ვალდებულია დაიცვას შემდეგი წესები:

ა) პატივი სცეს სკოლის მასწავლებელს, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს და სხვა მოსწავლეებს, არ მიაყენოს მათ შეურაცხყოფა;

ბ) პირადი სარგებლის მიღების მიზნით შესთავაზოს ფასიანი საჩუქარი ან ფულადი თანხა;

გ) არ ჩაიდინოს აკადემიური სიყალბე/პლაგიატობა.

კერძოდ:

გ.ა.) გადაიწეროს სხვა მოსწავლის ნამუშევრიდან, ან გამოიყენოს სხვა სახის დამხმარემასალა, რომელიც მასწავლებლის მიერ წინასწარ არ არის ნებადართული;

გ.ბ) სხვა მოსწავლის ნაცვლად ჩააბაროს გამოცდა;

გ.გ) მოიპოვოს კონფიდენციალური ინფორმაცია გამოცდის შესახებ;

გ.დ) სხვა პირის ნამუშევარი წარმოაჩინოს როგორც საკუთარი;

გ.ე) შესაბამისი წყაროს მითითების გარეშე მოახდინოს სხვისი ნაშრომის ან გამონათქვამის ციტირება;

გ.ვ) გააყალბოს თავისი მონაცემები;

გ.ზ) მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს, გაანადგუროს ან შეცვალოს სხვა მოსწავლის ნამუშევარი.

  1. მოსწავლეს ეკრძალება: 8

 

ა) სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ნორმების დარღვევა:

ბ) გაკვეთილებზე დაგვიანება და უმიზეზოდ გაცდენა;

გ) სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას გაკვეთილებიდან უმიზეზოდ გამოსვლა;

დ) დაწესებულების მნიშვნელოვანი დოკუმენტის განზრახ დაზიანება.

  1. მოსწავლეს ეკრძალება დაწესებულებაში შემდეგი ნივთების შემოტანა და გამოყენება:

ა) ცივი (სხვა სახის ბასრი) და ცეცხლსასროლი იარაღი;

ბ) ასაფეთქებელი ნივთიერებები;

გ) ნარკოტიკული საშუალებები;

დ) თამბაქოს ნაწარმი;

ე)აღმგზნები საშუალებები;

ვ) ალკოჰოლის შემცვლელი სასმელები;

ზ) ტექნიკური საშუალებები, არასასწავლოდანიშნულებისნივთები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესის სრულყოფილად მიმდინარეობას.

  1. მოსწავლეს ეკრძალება დაწესებულებაში წამლის მოტანა და მიღება თუ მას არა აქვს ექიმის მიერ გამოწერილი ცნობა ან მშობლის შეტყობინება დაწესებულების დირექტორისადმი მისი მიღების შესახებ; იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლემ წამალი უნდა მიიღოს დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში:

ა) წამალი უნდა გადასცეს სამედიცინო სამსახურის თანამშრომელს ან მისი არყოფნის შემთხვევაში დამრიგებელს (მშობლის მიერ დაწერილ წერილთან ერთად);

მუხლი 14. მოსწავლის დიციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელის სახეები

  1. დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევა მოსწავლის მიერ შინაგანაწესით და მოსწავლის ქცევის კოდექსით დადგენილი ნორმების დარღვევა და დგება მოსწავლის პასუხისმგებლობის საკითხი;
  2. შინაგანაწესისა და მოსწავლის ქცევის კოდექსის სისტემატიურად დარღვევის შემთხვევაში დაისმევა საკითხი მოსწავლის სკოლიდან გადასვლის ან გარიცხვის შესახებ;
  3. მოსწავლის დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში გამოიყენება შემდეგი სახის სახდელები:

ა) საყვედური;

ბ) სასტიკი საყვედური;

გ) გაკვეთილიდან გაძევება;

დ) საგაკვეთილო პროცესიდან დათხოვნა 5 დღემდე;

ე) საგაკვეთილო პროცესიდან დათხოვნა 5-დან 10 დღემდე ვადით;

ვ) ზარალის ანაზღაურების დაკისრება;

ზ) სკოლიდან გარიცხვა (სკოლიდან გარიცხვა აკრძალულია დაწყებით და საბაზო საფეხურზე).

  1. ამ მუხლის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი, ,,გ“ ქვეპუნქტზე - მასწავლებელი, ხოლო ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტის დაკისრებაზე გადაწყვეტილებას იღებს დისციპლინური მოკვლევის კომისია; 9

 

  1. მოსწავლეს ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში, გამოეცხადება საყვედური, სასტიკური საყვედური, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, საქმე განსახილველად გადაეცემა დისციპლინური მოკვლევის კომისიას;
  2. სკოლიდან 5 დღემდე ვადით დათხოვნის გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს სკოლის დირექტორს, ხოლო 5-10 დღემდე ვადით ან სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების უფლება-დისციპლინური მოკვლევის კომისიას;
  3. საგაკვეთილო პროცესიდან დათხოვნა მოსწავლეს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დისციპლინური მოკვლევის კომისია საჭიროდ ჩათვლის, რომ მოსწავლის ყოფნა საფრთხეს უქმნის სხვა მოსწავლეებს. ამ პერიოდის განმავლობაში მოსწავლე ვალდებულია გამოცხადდეს სკოლაში სწავლის დაწყებისას. სკოლამ უნდა უზრუნველყოს ასეთი მოსწავლეებისათვის სპეციალური ოთახის გამოყოფა. მოსწავლეზე მეთვალყურეობა ეკისრება დირექტორის მოადგილეს სასწავლო აღმზრდელობით დარგში და კლასის დამრიგებელს. მოსწავლის გამოუცხადებლობა ჩაითვლება არასაპატიო გაცდენად;
  4. ზარალის ანაზღაურება მოსწავლეს შეიძლება დაეკისროს სკოლის ან სხვა მოსწავლის, მასწავლებლის საკუთრების ხელყოფის ან დაზიანების შემთხვევაში; აღნიშნული ფაქტის დაფიქსირებისას სკოლაში უნდა იქნას გამოძახებული მოსწავლის მშობელი ან შესაბამისად მისი კანონიერი წარმომადგენელი, როგორც ზარალის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი და ამ შემთხვევაში ზარალის ანაზღაურება ხდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსისით შესაბამისად.

მუხლი15. დისციპლინური მოკვლევის კომისიის უფლებამოსილებანი

  1. სკოლის შინაგანაწესის, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის, მოსწავლის ეთიკის კოდექსის ნორმების შესრულებაზე/დარღვევაზე დისციპლინური წარმოება ხორციელდება დისციპლინური მოკვლევის კომისიის მიერ;
  2. დისციპლინური მოკვლევის კომისიის წევრები ინიშნებიან სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით კონკრეტული საქმის განსახილველად;
  3. დისციპლინური მოკვლევის კომისიამ განცხადება/საჩივარი უნდა განიხილოს სამართლიანად დამოუკერძოებლად, შეჯიბრებითობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპების დაცვით. დისციპლინური წარმოების მსვლელობაში მოპოვებული ინფორმაცია კონფიდენციალური;
  4. დისციპლინური მოკვლევის კომისიის სხდომებს ხელმძღვანელობს მისი თავმჯდომარე ან რომელიმე წევრი, რომელიც აირჩევა დამსწრე წევრთა უმრავლესობით, ღია კენჭისყრის წესით;
  5. საჭიროების შემთხვევაში, სხდომაზე მოანაწილეობის მისაღებად დისციპლინური მოკვლევის კომისიის უნდა მოიწვიოს მოწმეები და სხვა პირები, რომელთაც უნდა შეატყობინონ სხდომის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი;
  6. დისციპლინური მოკვლევის კომისია ვალდებულია მოისმინოს დამრღვევის ახსნა-განმარტება, რომელსაც უფლება აქვს დისციპლინურ წარმოებაში მონაწილეობა მიიღოს როგორც უშუალოდ, ისე წარმომადგენლის მეშვეობით. მხარეებს აქვთ უფლება სრულად წარმოადგინონ საკუთარი პოზიცია, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, წარმოადგინონ 10

 

წერილობითი და სხვა სახის მტკიცებულებანი, აღძრან შუამდგომლობები დამატებითი მასალების, დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე, აგრეთვე ჩვენებების ჩამორთმევის მიზნით, მოითხოვონ სხვა პირების მოწვევა და სხვა ამ მუხლით გაუთვალისწინებელი მოქმედებების განხორციელება;

  1. დისციპლინური მოკვლევის კომისიას უფლება აქვს, დაკითხოს მხარეები და სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული პირები, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები, მასალები და ინფორმაცია, გამოიძახოს მოწმეები და განახარციელოს სხვა ქმედებები;
  2. პირის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის ან დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დისციპლინური მოკვლევის კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით. შესაბამის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
  3. დისციპლინური მოკვლევის კომისიის უფლებამოსილება:

ა) მიიღოს და შეისწავლოს შემოსული განცხადება/საჩივარი და განსაზღვროს აღიძრას თუ არა დისციპლინური დევნა;

ბ) ჩამოართვას ახსნა-განარტებები განცხადების ავტორს და იმ პირს, რომლის წინააღმდეგაც შემოსულია საჩივარი, გაესაუბროს მხარეს და მოითხოვოს ინფორმაციის დაზუსტება, დოკუმენტების და შესაბამისი მასალების წარდგენა; გაითვალისწინოს შემოსული შუამდგომლობები და დამატებითი ახსნა-განმარტები. ინფორმაციის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში, ის გახდება დისციპლინური დევნის განხორციელების საფუძველი;

გ) დისციპლინური პასუხისმგებლობის არაღძვრის შემთხვევაში, მომჩივანს მისცეს დასაბუთებული გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ;

დ) განახორციელოს დისციპლინური დევნა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება;

ე) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შემთხვევაში, შესაბამისი გადაწყვეტილება აღსრულებისათვის წარუდგინოს სკოლის დირექტორს.

  1. დისციპლინური წარმოების დაწყება შესაძლებელია სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის, მოსწავლის, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, აგრეთვე იმ პირის განცხადება/საჩივრის ან შეტყობინების საფუძველზე, რომელსაც მიაჩნია, რომ სკოლის თანამშრომლის ან მოსწავლის ქმედებით დაირღვა მისი უფლებები და ინტერესები;
  2. დისციპლინური მოკვლევის კომისიას სხდომაზე დისციპლინური დამრღვევის დასწრება სავალდებულოა. მას უფლება აქვს დაასაბუთოს საკუთარი ქმედების მართლზომიერების საკითხი;
  3. თუ პირი არ გამოცხადდება სხდომაზე, სხდომა უნდა გადაიდოს 3 დღით. თუ პირი არასაპატიო მიზეზით მეორედ არ გამოცხადდება დანიშნულ სხდომაზე, დისციპლინური მოკვლევის კომისია უფლებამოსილია, განიხილოს საქმე დისციპლინური დამრღვევის 11

 

დასწრების გარეშე; აგრეთვე, სათანადო საფუძველის არსებობის შემთხვევაში, გამოიტანოს გადაწყვეტილება და დააკისროს დისციპლინური სახდელი;

  1. დისციპლინური სახდელის დაკისრებისას დისციპლინური მოკვლევის კომისია ვალდებულია გაითვალიწინოს დარღვევის სიმძიმე და ხარისხი, მიყენებული ზიანი. ასევე დარღვევის განმეორებითი ხასიათი. პირის პასუხისმგებლობა იზრდება, დისციპლინური გადაცდომის სიმძიმისა და ხარისხის პროპორციულად ან ნორმების განმეორებითი დარღვევისას;
  2. გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული. დისციპლინური მოკვლევის კომისიის გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს:

ა) დისციპლინური ორგანოს დასახელებას;

ბ) დისციპლინური ორგანოს შემადგენლობას;

გ) საქმის განხილვის თარიღს;

დ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენის სახელს, გვარს;

ე) დისციპლინური დევნის დაწყების და დისციპლინური სახდელის დაკისრების თარიღს;

ვ) დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებათა აღწერას;

ზ) დისციპლინური გადაცდომის არსსა და დისციპლინური დამრღვევის შეპასუხებას;

თ) გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს;

ი) დისციპლინური გადაცდომის სახესა და დაკისრებული დისციპლინური სახდელის სახეს;

კ) დისციპლინური წარმოების შეწყვეტის, საჩივრის ან შეტყობინების უარყოფის, ან დისცი-პლინური სახდელის დაკისრების საფუძველს.

  1. დისციპლინური სახდელები: შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, მოქმედებს მხოლოდ გარკვეული ვადით, რომლის ამოწურვამდეც დისციპლინური დამრღვევი ითვლება დისციპლინურ სახდელშეფარდებულად;
  2. თუ შესაბამისი პერიოდის განმავლობაში პირი არ ჩაიდენს ახალ დისციპლინურ დარღვევას, შენიშვნა ძალას კარგავს შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 თვის შემდეგ საყვედური - ექვსი (3) თვის შემდეგ, სასტიკი საყვედური - ერთი (6) წლის შემდეგ.

მუხლი16. მშობლის ინფორმირების წესი

  1. მოსწავლის ქცევის წესის შესახებ მშობლის ინფორმირების და მისი სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის მიზნით გამოიყენება სკოლის ვებ–გვერდი, ელექტრონული ფოსტა, სატელეფონო ზარი ან შეტყობინება, დაწესებულების განცხადებების დაფა და სხვა;
  2. მშობლის ინფორმირება მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასა და ყოფაქცევაზე ევალება კლასის დამრიგებელს ელექტრონული ფოსტის, სატელეფონო ზარის ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით;
  3. დაუშვებელია საჯაროდ მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასა და ყოფაქცევაზე საუბარი;
  4. მშობელს/მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს ყოველი კვირის პარასკევს, საგაკვეთილო პროცესის დასრულების, შემდეგ მიიღოს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ. 12

 

მუხლი 17. დასკვნითი დებულებანი

1. წინამდებარე შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად სკოლის მასწავლებლის, მოსწავლის, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისათვის.

2. პერსონალის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობით.

3. დირექტორი ვალდებულია გააცნოს სკოლის პერსონალს და მოსწავლეებს წინამდებარე შინაგანაწესი.

4. შინაგანაწესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება დირექტორის ბრძანებით.

 

  • ტელ: (0431) 232132  mail  intelekti55@gmail.com map  ქ. ქუთაისი, ლადო ასათიანის 98