სკოლის მიზანი

07.11.2018-ს ჩატარდა გაკვეთილი ღია ცის ქვეშ - ბაგრატის ტაძრის — ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის ეზოში. ისტორიის მასწავლებელი ცაგო ქარჩხაძე ბავშებს ესაუბრა საქართველოს გაერთიანების დასაწყისზე, ბაგრატ მესამის მოღვაწეობის შესახებ.

 

ხუთშაბათს, 2018 წლის 9 ნოემბერს სკოლა "ინტელექტს" ეწვია ქუთაისის მთავარანგელოზ მიქაელის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ნიკოლოზი. მან აკურთხა სკოლა, მისი მოსწავლეები და პედაგოგები. შესთხოვა უფალს, რათა მან განსაკუთრებულად მოავლინოს თავისი მადლი სკოლის მოსწავლეებზე, მათ მშობლებზე, პედაგოგებზე - სახელობით დალოცა ისინი. მოსწავლეებმა მამა ნიკოლოზთან ერთად წაიკითხეს საუფლო ლოცვა "მამაო ჩვენო". მამა ნიკოლოზმა აუხსნა დამსწრეთ, თუ რას ნიშნავდა კურთხევა და როგორ უნდა იცხოვროს ჭეშმარიტმა ქრისტიანმა.

  • ტელ: (0431) 232132  mail  intelekti55@gmail.com map  ქ. ქუთაისი, ლადო ასათიანის 98