სკოლა „ინტელექტის“ საგნობრივი კათედრები:

1. სახელმწიფო ენა და საზოგადოებრივი მეცნიერებები;

2. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მათემატიკა;

3. უცხოური ენები.

4. ესთეტიკური აღზრდა და სპორტი საგნობრივი კათედრებისა და კათედრის გამგის ფუნქციები:

  • საგნის სწავლების კოორდინაცია;
  • გრიფირებული სახელმძღვანელოებისა და დამხმარე მასალის შერჩევა;
  • ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება, ურთიერთდასწრება;
  • მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
  • საგანმანათლებლო სტანდარტების შესრულების მონიტორინგი და ანალიზი;
  • მასწავლებელთა თემატურ-კალენდარული გეგმის განხილვა და დამტკიცება კათედრის სხდომაზე;
  • კათედრის სხდომებზე შეფასების კრიტერიუმებისა და რუბრიკების, ასევე შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის განხილვა-დამტკიცება;
  • სემესტრისა და სასწავლო წლის ბოლოს ანგარიშის წარდგენა პედსაბჭოს სხდომაზე საგნის სწავლების მდგომარეობის შესახებ;
  • კათედრის გამგეს ირჩევს კათედრა და ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო ერთი სასწავლო წლის ვადით. შესაძლებელია ერთი და იგივე პირის სამჯერ არცევა;
  • საგნობრივი კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ, მასწავლებლებზე გაკვეთილების განაწილებას კათედრის წარდგინებით ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო;
  • გაკვეთილების ცხრილს და სკოლის რეჟიმს ამტკიცებს სკოლის დირექტორი.

სკოლაში ყველა კლასს ჰყავს დამრიგებელი, რომელიც მუშაობს სადამრიგებლო პროგრამის მიხედვით.

დამრიგებლის მუშაობა ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:

ა) სრულფასოვანი აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ;

ბ) მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;

გ) მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება - დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები;

დ)თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას.

ე) დამრიგებელმა მუშაობის პროცესში იყენებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შემუშავებული და/ან რეკომენდებული შესაბამისი მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკვლევები. მაგ. ნინო ლაბარტყავა, ანასტასია ქიტიაშვილი - „სადამრიგებლო საათის პროგრამა“.

ინკლუზიური სწავლება

ინკლუზიური განათლება – გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად. ინკლუზიური განათლება ასევე გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლებას.

  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლება იგეგმება ინდივიდუალური სასწავლო გეგმებით;
  • სკოლის ფიზიკური გარემო ადაპირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის;
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლების მიზნით შექმნილია ინკლუზიური სწავლების პორტფოლიო.
  • ტელ: (0431) 232132  mail  intelekti55@gmail.com map  ქ. ქუთაისი, ლადო ასათიანის 98