სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიზნად ისახავდა მოსწავლეებში გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას (წიგნიერება, მედიაწიგნიერება, ციფრული წიგნიერება, სუმიოტიკური წიგნიერება). მე-10 კლასის მოსწავლეებმა ანა და ირმა ზაქარეიშვილებმა, ანი ცქიფურიშვილმა, გამოავლინეს საკითხის ღრმა ცოდნა,დაფაზე დახაზეს ასოციაციური რუკის სქემა, სადაც მიუთითეს ის ცნებები, რომლებიც უკავშირდება გრიგოლ ხანძთელის სახელს, წარმოადგინეს ინდივიდუალურად დამუშავებული პროექტები. განმარტეს "ცოდნის ხეზე" აკინძული უძველესი სიტყვები და გამოთქმები. პედაგოგმა ნუცა ცერცვაძემ აჩვენა მოსწავლეებს ფოტო–კოლაჟი, სადაც მოცემული იყო გრიგოლ ხანძთელის მიერ აშენებული ეკლესია–მონასტრები.

  გაკვეთილის დასასრულს მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად, შეაჯამა საგაკვეთილო თემა. მან შეაფასა გრიგოლისა და მასთან მოღვაწე წმინდა მამების ღვაწლი, ჩამოაყალიბა საკუთარი დამოკიდებულება ქვეყნისთვის საჭირო საქმის კეთებისადმი, ისაუბრა ეკლესიის მნიშვნელოვან როლზე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. გამოკვეთა ის პრობლემა, რომელიც არსებობს დღეს ტაო–კლარჯეთში, რომ ეს ტერიტორია ამჯამად თურქეთის შემადგენლობაშია, რომ სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი ბაგრატიონთა სამეფო დინასტაიას, აქედან დაიწყო საქართველოს გაერთიანება, რომელსაც თამარის დროინდელ „ოქროს ხანამდე“ მივყავართ.

  • ტელ: (0431) 232132  mail  intelekti55@gmail.com map  ქ. ქუთაისი, ლადო ასათიანის 98