პედაგოგ ნუცა ცერცვაძის მიერ 13.11.18-ს X კლასში ჩატარებული სამოდელო გაკვეთილის თემა იყო: იოანე საბანისძის „წამებაი წმიდისა და ნეტარისა ჰაბოისი“. 
აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია სტიმულმა: „აბო თავისი ხალხის მოღალატე, თუ ჭეშმარიტების მცნობელი წმინდანი?“ მოსწავლეები გაიწაფნენ საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბებაში, განუვითარდათ განსხვავებული აზრის პატივისცემის, თანამშრომლობის, არგუმენტირებული მსჯელობის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების საწყისი უნარ–ჩვევები.

  • ტელ: (0431) 232132  mail  intelekti55@gmail.com map  ქ. ქუთაისი, ლადო ასათიანის 98