მე-5 კლასელებმა, მია მამრიკიშვილმა და ათუკა მარგველაშვილმა /პედაგოგი ნანა ფხაკაძე/ პროექტის "იავნანამ რა ჰქმნას" დასკვნითი პრეზენტაცია წარმოადგინეს თემებზე :"ბავშვის ბუნების ცვალებადობა გარემოსა და გარემოების ცვალებადობის მიხედვით და მუსიკალური ემოციების მნიშვნელობა ადამიანის ფსიქოლოგიური გარდაქმნის საქმეში" მათ შესანიშნავად დაასაბუთეს თუ როგორი ზუსტი დაკვირვებითა და სიმართლით აქვს გადმოცემული იაკობ გოგებაშვილს ის დიდი ფსიქოლოგიური კოლიზია, რომელსაც განიცდიდა ქეთო აწმყო და ძველ მოგონებათა ჭიდილში.
მსმენელებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ძმების, ავთანდილ და ალექსი მარგველაშვილების მიერ დოლზე დაკრული "ხორუმის " რიტმით ,ზურაბ ქართველაძისა და მდევარის მოქმედების სიუჟეტის გადმოცემამ და მია მამრიკიშვილის მიერ ვიოლინოზე აკვნესებულმა "იავნანამ" და "საშობაო ალილომ".

  • ტელ: (0431) 232132  mail  intelekti55@gmail.com map  ქ. ქუთაისი, ლადო ასათიანის 98