დაუვიწყარი საახალწლო ზეიმი გვაჩუქეს დღეს სკოლა "ინტელექტის" აღსაზრდელებმა. ქართულ, რუსულ თუ ინგლისურ ენებზე წაკითხულ ლექსებს და მილოცვებს ენაცვლებოდა ძმები ათუკა და ალექს მარგველაშვილების ცეცხლოვანი ცეკვები და მია მამრიკიშვილის მიერ ვიოლინოზე შესრულებული კლასიკური მუსიკა. აღსანიშნავია ნორჩი დეკლამატორების ნინი ქარჩხაძის, დათო შავაძის, ზვიად ცქიფურიშვილის, ნიკუშა ტყეშელიაძის მიერ სწორად შერჩეული აქცენტები. ყველა სიტყვას, ყველა ბგერას ნანა მასწავლებლის ხელი ეტყობოდა (Nana Pxakadze): ამ მოკლე პერიოდში მან შეძლო მიეტანა ბავშვებამდე ყოველი სიტყვის სითბო და შინაარსი. ბავშვებიც ეალერსებოდნენ ქართულ სიტყვებს და ბგერებს, რასაც კარგად გრძნობდა მაყურებელი. მაყურებლის სიმპატია და ოვაციები გამოიწვია დოლის და ტამ-ტამის პაექრობამ, რასაც ვირტუოზულად ასრულებდნენ ალექსი და ათუკა. არანაკლებ შთამბეჭდავი იყო მონტაჟი ინგლისურ და რუსულ ენებზე (პედაგოგები Mariam Svanidze და Челидзе Мари), მრავალი გუნდურად შესრულებული სიმღერა (პედაგოგი ნესტან ცხელაშვილი). ბავშვების აღტაცება გამოიწვია ხელოვნურმა თოვლმა. საღამო დაამშვენა პირველკლასელი ანასტასიას მიერ წაკითხულმა საშობაო ლექსებმა. ზეიმი დასრულდა, მაგრამ ბავშვებს დაშლა არ სურდათ, სულ ახალ-ახალ სიმღერებს ასრულებდნენ, ნესტან მასწავლებელიც ახალისებდა მათ და აკომპონირებას უწევდა... დასასრულს ბავშვები დაჯილდოვდნენ სიგელებით სხვადასხვა ნომინაციებში, მათ გადაეცათ საახალწლო საჩუქრებიც. ამ დღესასწაულის სითბო და ერთსულოვნება დიდხანს გაყვება როგორც ბავშვებს, ისე პედაგოგებს და მშობლებს. დაიწყო ზამთრის არდადეგები!!! მომავალ შეხვედრამდე 2019 წლის 15 იანვრიდან!

  • ტელ: (0431) 232132  mail  intelekti55@gmail.com map  ქ. ქუთაისი, ლადო ასათიანის 98